საჩვენებელი სწავლება და ღია კარის დღე „ალგეთის“ ბაზაზე

0
377

უფროს სერჟანტ ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ღია კარის დღე მოეწყო. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის რეკრუტებმა, რომლებიც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გადიან, „ალგეთის“ სამხედრო ბაზაზე, საკუთარი მშობლებისა და ნათესავებისთვის გამართულ საჩვენებელ სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.

სპეციალური სავარჯიშოები რამდენიმე სასწავლო უბანზე ჩატარდა. რეკრუტებმა ინსტრუქტორების დახმარებით ოჯახის წევრებს, ბრძოლის ველზე გადაადგილების ხერხები წარუდგინეს, ასევე გადალახეს დაბრკოლებათა ზოლი, დასასრულს კი სამწყობრო და ფიზიკური მომზადების დემონსტრირება მოახდინეს.

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სწავლებას ამჟამად 400-მდე რეკრუტი გადის. 10 კვირიანი კურსის დასრულების შემდეგ ახალწვეულები საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here