Home კულტურა პროექტი ,,მრავალფეროვანი საქართველო პანკისში”

პროექტი ,,მრავალფეროვანი საქართველო პანკისში”

პროექტი ,,მრავალფეროვანი საქართველო პანკისში”

20 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, პანკისის ხეობაში განხორციელდა სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის მიერ ინიცირებული პროექტი ,,მრავალფეროვანი საქართველო პანკისში”.

პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანიც არის ეთნიკურ უმცირესობათა კულტურის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, 20 ნოემბერს 14:00 სთ, დუისის კულტურის ცენტრში, პედაგოგებმა მოისმინეს და შემდგომში მოსწავლეებს გაუზიარებენ ცნობილი მწერლების ხასო ხანგოშვილის და ბაღათერ არაბულის ლექცია ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ქართულ – ვაინახური კულტურული ურთიერთობების შესახებ, გაიმართა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული საიუბილეო გამოცემების წარდგინება, მოეწყო კატალოგში „ვაინახების ხელოვნება“ შესული ექსპონატების და ადგილობრივი ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა.

ასევე მოეწყო ახალი ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების ჩვენება. გაიმართა კონცერტი ადგილობრივი და დედაქალაქიდან ჩასული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით, ხოლო ადგილობრივ სკოლებსა და ბიბლიოთეკებს სასაჩუქრედ გადაეცა სამინისტროს ხელშეწყობით გამოცემული წიგნები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here