Home კულტურა გელა კესიდის ალბომის პრეზენტაცია

გელა კესიდის ალბომის პრეზენტაცია

გელა კესიდის ალბომის პრეზენტაცია

25 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება ცნობილი ბერძენი მოქანდაკის გელა კესიდის ალბომის პრეზენტაცია.

ალბომი ასოციაცია „კულტურათა დიალოგი XXI“ პრეზიდენტის ვალერი ასათიანის თაოსნობით და ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორის გიორგი ჯანბერიძის ავტორობით გამოიცა. დახვეწილი დიზაინით შექმნილი მაღალპოლიგრაფიული გამოცემა თანმიმდევრულად გვაცნობს კესიდის შემოქმედებას. წიგნის შესავალში გაეცნობით პროფესორ ვალერი ასათიანისა და ცნობილი არტ-კრიტიკოსის დავით ანდრიაძის წერილებს.

წიგნი გამოიცა დავით ბეჟუაშვილის „განათლების ფონდის“ მხარდაჭერით.

გელა კესიდი საქართველოში დაიბადა, აქ მიიღო განათლება, დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან კი საცხოვრებლად სალონიკში გადავიდა.

საგულისხმოა, რომ წელს ივნისში, საქართველოსა და თბილისს მათდამი სიყვარულის და მადლიერების ნიშნად, საკუთარი ქანდაკება „განსხეულებული პოეზია – საფო“ გადასცა საჩუქრად.

ეს შესანიშნავი სკულპტურა უკვე ამშვენებს მწერალთა სახლის ბაღს.

გელა კესიდის ნამუშევრები მსოფლიოს არაერთ ქალაქსა და გალერეაშია განთავსებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here