
ანტიკაფე „კორნერი“ და „წიგნის კლუბი“ გთავაზობთ, ლექციათა სერიას „პროფორიენტაცია“. პროექტი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების საჯარო ლექციებს და დისკუსიებს მოიცავს, კონკრეტული პროფესიის არსებითი დეტალების შესახებ წარმოდგენების ჩამოყალიბების ხელშესაწყობად.
პირველი შეხვედრის სტუმარი იქნება რეჟისორი დევიდ ჯიბლაძე, რომელიც თავისი პროფესიის თავისებურებებზე, მოთხოვნებსა და პერსპექტივებზე ისაუბრებს:
„მოგიყვებით ჩემს ამბავს, როგორი იყო მოზარდი ქართველი ემიგრანტისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრება და შემდეგ, ჰოლივუდში, უკიდურესად კონკურენტუნარიანი პროფესიის, რეჟისურისთვის მიყოლა. პროფესიული ზრდის ნელი ტემპითა და თვითრეალიზაციის შეუძლებობით იმედგაცრუებული დავბრუნდი სამშობლოში, სადაც ვაგრძელებ ცხოვრებას, როგორც სცენარისტი/რეჟისორი. და ამ პროცესში, გამოცდილებამ მიმიყვანა მნიშვნელოვან აღმოჩენამდე: ბედნიერება არ არის დამოკიდებული იმაზე, სად ცხოვრობ, იგი მომდინარეობს იმისგან, რასაც აკეთებ.”
დევიდ ჯიბლაძის ნამუშევრები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
ლექცია გაიმართება 26 ნოემბერს, 19:00 საათზე.
მისამართი: შალვა დადიანის 30 ნომერი, Anticafe “Corner” \ ანტიკაფე “კუთხე”
დასწრება თავისუფალია
დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 593660990