Home სხვადასხვა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ საქმიანი ტურიზმის სტრატეგიის შემუშავება დაიწყო

საქართველოში საქმიანი ტურიზმის სფეროში არსებული მდგომარეობის და სტრატეგიის შემუშავებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ავსტრიელ ექსპერტთა ჯგუფს შეხვდა. ავსტრიული კომპანია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კონსულტაციას უწევს სტრატეგიის შემუშავებაში. პროექტი საერთაშორისო ორგანიზაცია GIZ-ის დაფინანსებით ტარდება. საერთაშორისო კომპანია ENITED-ის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საკონვენციო და საგამოფენო ბიუროს თანამშრომლებთან ერთად გამართეს შეხვედრა წევრ კომპანიებთან. საქმიანი ტურიზმის სტრატეგია წლის ბოლოს მზად იქნება. ავსტრიელ ექსპერტთა ჯგუფი საქართველოს დაგეგმილი სამუშაოების შესაფასებლად დეკემბერის მეორე ნახევარში კვლავ ესტუმრება. პროექტის მნიშვნელობაზე საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე.
“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციის ბაზაზე ფუნქციონირებს საკონვენციო და საგამოფენო ბიურო, მისი მთავარი ამოცანაა საქართველოში საქმიანი ტურიზმის განვითარება. დღეს ჩვენ გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება GIZ-თან ერთად ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც ავსტრიელი ექსპერტები შეიმუშავებენ საქმიანი ტურიზმის სტრატეგიას”-განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.
მოსამზადებელი სამუშაოებს აფასებს ივო ფრანჩიზი კომპანია ENITED-ის მფლობელი და მმართველი დირექტორი: “ძალიან მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. ჩვენ ვიკვლევთ ახალ ტურისტულ მიმართულებას. სამი დღეა ვსწავლობთ თუ რისი შეთავაზება შეუძლია საქართველოს საქმიანი ტურიზმის მიმართულებით, ასევე ვხვდებით კომპანიების წარმომადგენლებს, რომ მოვისმინოთ მათი მოსაზრებები, მათი შენიშვნები. ვეცნობით ინფრასტრუქტურასაც. ჩვენი მიზანია თქვენს ქვეყანაში ხალხი აქტიურად ჩაერთოს საქმიან ტურიზმში და მიიღოს სარგებელი.”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here