ბავშვთა სურათების გალერეაში დაღუპულ მეომართა შვილების ნახატები გამოიფინა

0
669

ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეაში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილების ნახატების საშემოდგომო გამოფენა გაიმართა. ბავშვებმა სხვადასხვა თემატიკის ამსახველი ნამუშევრები წარმოადგინეს. გამოფენაში მონაწილეობა სხვა მოზარდებმაც მიიღეს. დასასრულს, მოსწავლეებს დიპლომები გადაეცათ.

2008 წლის აგვისტოს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული 9 სამხედრო მოსამსახურის ბავშვი, ელენე ახვლედიანის სახელობის ბავშვთა სურათების გალერეისა და თავდაცვის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ხატვას 9 თვის განმავლობაში შეისწავლის.

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებზე ზრუნვა და მათი სოციალური მხარდაჭერა თავდაცვის სამინიტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here