ტყის მდგრადი მართვის პროექტი იუსტიციის ცენტრში განიხილეს

0
932

პროექტი – „ტყის მდგრადი მართვის პრინციპები, კრიტერიუმები და ინდიკატორები ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში“ იუსტიციის სასწავლო ცენტრში განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა ტყის მდგრადი მართვის სფეროში არსებულ საერთაშორისო გამოწვევებზე, კრიტერიუმებსა და ინდიკატორების დახვეწაზე იმსჯელეს.

პროექტის მიზანია კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში (საქართველო, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი) ტყის მდგრადი მართვის ეროვნული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შემუშავების პროცესის ხელშეწყობა. საქართველოში პროექტი ეფუძნება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ მხარდაჭერილ პროცესს და ითვალისწინებს ქვეყნის საჭიროებებსა და პრიორიტეტებს.

პროექტი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE), გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDA) მხარდაჭერით განხორციელდა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here