
ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო საქართველოში და კულტურის განყოფილება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ატარებენ ირანული კინოს ფესტივალს.
საუკეთესო ირანული ფილმები ნაჩვენები იქნება ქართული სუბტიტრებით.
ჩვენებას დაესწრებიან ირანული კინოს გამორჩეული რეჟისორები და მსახიობები.
ფილმების ჩვენება გაიმართება ყოველდღე 2017 წლის 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით 19.00.-დან 21.00. საათამდე.
მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1.
დასწრება თავისუფალია.