Home განათლება ალექსანდრე ჯეჯელავას მასტერ კლასები ლიდერობის თემაზე

ალექსანდრე ჯეჯელავას მასტერ კლასები ლიდერობის თემაზე

ალექსანდრე ჯეჯელავას მასტერ კლასები ლიდერობის თემაზე

ალექსანდრე ჯეჯელავას მასტერ კლასები ლიდერობის თემაზე:

– ალექსანდრე ჯეჯელავა: ტრენერი, კონსულტანტი, ქოუჩი, სპიკერი
– ხანგრძლივობა: 18 საათი (6 ცალი სამ საათიანი შეხვედრა)
– თარიღები: 11 დეკემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით
– განრიგი: 19:00 – 22:00 სთ სამუშაო დღეებში, 10:00 – 13:00 სთ შაბათს
– ღირებულება ერთ მონაწილეზე: 1,800 ლარი

მასტერ კლასების შინაარსი:

1️⃣ . ლიდერობის არსი და მიზანი: რატომაა აუცილებელი ლიდერობა თანამედროვე ორგანიზაციაში? რა შედეგი მოაქვს ლიდერობას ორგანიზაციისთვის? რა შედეგი მოაქვს ლიდერობას ლიდერისთვის?

2️⃣ . ლიდერობა, ლიბერალური მენეჯმენტი, გუნდის ფორმირება (აყვანა, გაშვება, მენტორობა). სიმკაცრის და პრინციპულობის ადგილი ლიდერობის გარემოში. მზარდი ლიდერების აღმოჩენა და განვითარება, დაბალი შედეგიანობის თანამშრომლებთან მუშაობა. გუნდის წევრების განვითარება. უკუგების, დელეგირების, ნდობის და აღიარების მნიშვნელობა განვითარებაში

3️⃣ . ლიდერობის კულტურა კონკურენტულ ორგანიზაციაში. შეჯიბრი, თუ გუნდური თამაში. 5 კორპორატიული კულტურა. “კურილკა” (ვირტუალური მოსაწევი და “საჭორაო” ოთახი), მისი გავლენა და მართვა. მაღალი შედეგიანობის კულტურა. გუნდის წევრების დამოკიდებულება საქმისა და ერთმანეთის მიმართ

4️⃣ . ფიგურალური ლიდერი. ლიდერი, როგორც პირადი და პროფესიული ცხოვრების მაგალითი. ლიდერის პიროვნება: სტერეოტიპები, რეპუტაცია და ფასეულობები. იმიჯის ჩამოყალიბება და განვითარება. მუდმივი კომუნიკაციის მნიშვნელობა

5️⃣ . ლიდერობა სხვადასხვა გარემოში. საქართველოს რეალობა. “სირცხვილისა და ღირსების” კულტურების თავისებურება. ლიდერობა კერძო და სახელმწიფო სექტორში

6️⃣ . ლიდერის ინსტრუმენტარი: კომუნიკაცია, ქოუჩინგი, უკუგება, დელეგირება, გადაწყვეტილების მიღება, გუნდური მუშაობა, კულტურის ფორმირება, ზემდგომებთან და კოლეგებთან ურთიერთობა, განათლება და განვითარება, მუდმივი თვითშეფასება და თვითმოტივაცია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here