
• 12 დეკემბერს / 20:00 საათზე / სამეფო უბნის თეატრში ეკატერინე დემეტრაძე
ნატალია ბლოკის მონოდრამაში
«ორანჟერეა»
რეჟისორი და მთარგმნელი:
პაატა ციკოლია
მხატვარი:
ქეთი ნადიბაიძე
მსახიობი:
ეკატერინე დემეტრაძე
«საშინელ ხის სკამზე გავატარეთ მთელი ღამე, შუაგულ პარკში, ქალაქის ცენტრში. თვიური მქონდა. თუმცა, წითელი ღვინო მაინც ვსვი. სიგარეტიც ბევრი მოვწიე და არც სექსი დავიკელი.
სექსი მიყვარს. ფეხებს თავზე ვუჭერდი, ხელით თმაზე ვეფერებოდი და იმაზე ვფიქრობდი, სველი ხელსახოცები მეყოფა თუ არა, სახე რომ გავუწმინდო.
ღვინო ბევრი არ დამილევია. ბროწეულის წვენი ვსვი. პარკში შესვლამდე ვიყიდე. თვიურის დროს ბევრ სისხლს ვკარგავ, ანემია მაქვს და ბროწეულის წვენი უნდა ვსვა ან რკინის შემცველი აბები უნდა დავლიო. როგორც წესი, სულ აბებს მყიდულობს, მაგრამ იმ დღეს დაავიწყდა. უცხო ქალაქში ვართ, გასაგებია.”
[16+]
ხანგრძლივობა: 80 წუთი (შესვენების გარეშე)
პრემიერა გაიმართა 2017 წლის 22 მაისს
__________
სალარო: 2996171 // biletebi.ge