სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე კომიტეტის წევრებთან ერთად N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებას ესტუმრნენ.
ზვიად მიხანაშვილი და სოფიო კილაძე არასრულწლოვან მსჯავრდებულებს 2012 წლის შემდეგ პენიტენციურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზე ესაუბრნენ. ზვიად მიხანაშვილის განცხადებით, უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მსჯავრდებულებს ღირსეული პირობები შეუქმნან, განათლების შესაძლებლობა მისცენ, რათა მათ დაწესებულება გარკვეული პროფესიული ცოდნით დატოვონ.
სოფიო კილაძემ აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პროგრესი უპრეცედენტოა.