
29-30 ნომბერს და 1-ელ დეკემბერს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო ანალიტიკური დეპარტამენტის სოციალური განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა ვაჟა დალაქიშვილმა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მიერ ორგანიზებულ ტრეინინგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც შშმ პირებთან ურთიერთობას და მათი გადაადგილების საშუალებების გაუმჯობესებას მიეძღვნა.
ორგანიზატორებმა და ასოციაციის მიერ მოწვეულმა დონორი ორგანიზაციის LDS Charities ამერიკელმა, ოკუპაციურმა თერაპევტ-ტრენერებმა მაღალი შეფასება მისცეს უწყების წარმომადგენელს და სერტიფიკატი გადასცეს.
ტრეინინგის მიმდინარეობისას ვაჟა დალაქიშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ ვეტერანს გურამ მეტრეველს ადაპტირებული ეტლი გადასცა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და საერთაშორისო ასოციაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მხოლოდ მიმდინარე წელს უწყების 64 შშმპ ბენეფიციარს გადაეცა ადაპტირებული ეტლი საჩუქრად. ეტლების გადაცემა იგეგმება მიმდინარე და მომდევნო წელსაც.