ორდღიანი სამუშაო შეხვედრა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებზე

0
691

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მეთოდებისა და ღონისძიებების დაგეგმვის საკითხები ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა, მეცნიერებმა და ბიზნესექტორის წარმომადგენლებმა ორდღიანი სამუშაო შეხვედრის ფორმატში განიხილეს. მავნებელთან ბრძოლის გამოცდილების გაზიარების, სამომავლო გეგმების დასახვის და რეგიონში მავნებლის გავრცელების ლოკალიზების მექანიზმების შემუშავების მიზნით, საქართველოში მოწვეული არიან სპეციალისტები კანადიდან ესპანეთიდან, იტალიიდან, შვეიცარიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან.
სამუშაო ფორმატში, ფორუმის მონაწილეებმა სხვადასხვა ქვეყნაში, მათ შორის, კანადაში, შვეიცარიაში, იტალიასა და ესპანეთში ფაროსანას გავრცელებით არსებული ვითარების შესახებ იმსჯელეს. აღინიშნა, რომ აზიური ფაროსანა რთულად დასამარცხებელი მავნებელია და მასთან ბრძოლა კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს. მოწვეულმა სპეციალისტებმა, საკუთარ ქვეყნებში არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ქართველ სპეციალისტებს, მეცნიერებს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს მავნებელთან ბრძოლის ქიმიური, მექანიკური და ბიოლოგიური მეთოდები შესახებ გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრას კაკლოვანი კულტურების საბჭოს კვლევითი და სახელმწიფო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯუზეპე კალკანი ესწრებოდა, რომელმაც მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში ფაროსანას გავრცელების მდგომარეობაზე ისაუბრა.
საქართველოში არსებული ვითარების შეფასებისას, მოწვეული სპეციალისტების მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მავნებელთან ბრძოლაში მყისიერად ჩაერთო და რომ არა სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები, მავნებლის ბიოლოგიიდან გამომდინარე, მისი გავრცელება გაცილებით მასშტაბური იქნებოდა.
უცხოელი სპეციალისტების ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ფაროსანას გავრცელების ადგილების დათვალიერება.
სამუშაო შეხვედრების დასასრულს შეჯერდება მოსაზრებები და შემუშავდება კონკრეტული რეკომენდაციები ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სახელმწიფო სტრუქტურების როლი, ფერმერების ჩართულობა და საზღვრების კონტროლი.
მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ფორუმი საქართველოში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, „აგრიჯორჯიას“ და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თხილის სექტორის განვითრების პროექტის – USAID/G-HIP მხარდაჭერით იმართება.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here