Home კრიმინალი ყაჩაღობის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავეს

ყაჩაღობის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი დააკავეს

ყაჩაღობის ბრალდებით რუსთავში ერთი პირი  დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.ა., ყაჩაღობის ბრალდებით, რუსთავში დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი გ.ა. რუსთავში, ერთ-ერთ სადღეღამისო მაღაზიაში დანით შეიარაღებული შეიჭრა და გამყიდველს ფულს სძალავდა. სამართალდამცველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, თავდამსხმელმა განზრახვა ვერ განახორციელა. პოლიციამ გ.ა. შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მცდელობისას დააკავა, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა კი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც ხუთიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here