ბუნებრივი რესურსების კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში

0
600

სასტუმრო „თბილისი მარიოტში“, პროექტის „ადგილობრივი თემების მონაწილეობით ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებასა და კონსერვაციაზე ხელშეწყობა სამეგრელოს რეგიონში“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ,სამეგრელოს მთიანეთში დაცული ტერიტორიის შექმნის, მისი მდიდარი ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და მდგრადი განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრა.

პროექტი, სამეგრელოს რეგიონში 2015-2017 წლებში საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს მიერ განხორციელდა, შვეიცარიის გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციის Pro-Natura – დედამიწის მეგობრები – შვეიცარიის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც მოიცავდა, სამეგრელოს მაღალმთიან რეგიონებში ბიომრავალფეროვნების კვლევას. პროექტი ითვალისწინებს 7 მუნიციპალიტეტის 21 სამიზნე თემში ჰაბიტატების კონსერვაციაზე ხელშეწყობას, ადგილობრივი სამიზნე თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ბუნებრივი რესურსების გამოყენების პრაქტიკის დანერგვით.

პროექტის ფარგლებში გაიმართა გამწვანებისა და დასუფთავების აქციები. ასევე, განხორციელდა დეგრადირებული ტყეების ფრაგმენტებისა და ქარსაცავი ზოლების აღდგენითი სამუშაოები. მოსწავლეებისათვის კი სასკოლო ოლიმპიადები და ეკო – ბანაკები მოეწყო.

პროექტის ფარგლებში ჩატარებული კველევების საფუძველზე მომზადებული რეკომენდაციები, საქართველოს ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას, მდგრად განვითარებას და საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას შეუწყობს ხელს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here