
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის კულტურის დეპარტამენტი 19 დეკემბერს,18:00 საათზე, თსუ-ის პირველი კორპუსის სააქტო დარბაზში წარმოგიდგენთ ანსამბლ „ერისიონის’’ კონცერტს.
ანსამბლი 2 საათის განმავლობაში სცენიდან წარმოაჩენს პლანეტაზე უანალოგო ქართულ ხალხურ სიმღერასა და ცეკვას, ყველა კუთხისთვის დამახასიათებელი კოსტუმებით, ქართული ხასიათით, ბუნებით. (საღამო წარიმართება ორ ნაწილად).
აღნიშნულ საღამოს ექნება საქველმოქმედო ხასიათი.
6 წლის ნიკოლოზ დავითულიანი მწვავე ლიმფობლასტურ ლეიკემიას ებრძვის,საღამოზე ჩამოტარდება ყუთები,სადაც საშუალება გექნებათ,გვერდით დავუდგეთ ამ პატარას. გადავარჩინოთ კიდევ ერთი სიცოცხლე და ვაჩვენოთ ყველას რომ სიკეთე გადამდებია.
ფული შეგვიძლია ასევე დავრიცხოთ მითითებულ ანგარიშზე:
საქართველოს ბანკი GE36BG0000000167854200,
Liberti bank GE33LB0711137596575000.
TBC bank GE20TB7147145061100055
მიმღები ნატო ბეროშვილი.
დასწრება თავისუფალია !