
15 დეკემბერს, 19:00 საათზე, საქართველოს მწერალთა სახლში გეპატიჟებით ლიტერატურული კონკურსის ”წეროს“ გამარჯვებულთა დაჯილდოებაზე.
ლიტერატურული კონკურსი „წერო“, ტრადიციულად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. კონკურსის ორგანიზატორია ელექტრონული წიგნების ინტერნეტ მაღაზია lit.ge და ფარმაცევტული კომპანია GPC.
„წერო“ ინტერნეტსივრცეში, ელექტრონული წიგნების ვებ–გვერდზე lit.ge ჩატარდა. კონკურსი ორ ეტაპად მიმდინარეობდა: პირველ ეტაპზე 300-მდე საკონკურსო ნაწარმოებიდან ხუთი ადამიანისგან შემდგარმა ჟიურიმ (ლევან ბერძენიშვილი, სალომე ბენიძე, შოთა იათაშვილი, მარი ბექაური, გაგა ლომიძე,) 18 საუკეთესო დაასახელა. მეორე ეტაპზე შერჩეულ ნაწარმოებებს აფასებს და გამარჯვებულს გამოავლენს მკითხველი.მკითხველებს ნაწარმოებების შეფასების გარდა, ვებ-გვერდზევე საშუალება აქვთ გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ნაშრომის შესახებ.
15 დეკემბერს მკითხველთა შეფასებების მიხედვით სამი გამარჯვებული გამოვლინდება:
პირველი პრემია: ვერცხლის წერო და 4000 ლარი
მეორე პრემია: 2000 ლარი
მესამე პრემია: 1000 ლარი
საღამოზე ასევე დაჯილდოვდება ჟიურის და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, გამომცემლობების რჩეული ნაწარმოებები.
დასწრება თავისუფალია.
გელით ყველას!