ომს არ აქვს ქალის სახე

0
420

19 დეკემბერს, 19:00 საათზე, ანტიკაფეში (დადიანის N30) გეპატიჟებით საჯარო ლექციაზე „ომს არ აქვს ქალის სახე“.
XX საუკუნე და ახალი ათასწლეულის დასაწყისი მეტად დამძიმებულია კონფლიქტებით.
ეს ეხება ადამიანთა ურთიერთობებს, ფასეულობების აღქმას, სიცოცხლის შენარჩუნებასა და მეტიც – კაცობრიობის არსებობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამყაროსთვის ძველთაძველი – ომისა და მშვიდობის პრობლემა დღესაც არ არის გადაწყვეტილი. დღეს, მსოფლიო საზოგადოების სხვადასხვა დონეზე სულ უფრო ხშირად გაისმის ქალის როლის გაზრდის აუცილებლობის შესახებ კონფლიქტების მოგვარების პროცესში და მშვიდობის მშენებლობის საქმეში.

როგორია ომი და მშვიდობა თანამედროვე პროზაში? როგორია შეულამაზებელი სურათები ქალის თვალით დანახული და უფაქიზეს დეტალებში განცდილი ომისა, სადაც ყველაფერია – სულმდაბლობაც, ჭუჭყიც, მაგრამ დიდი ჭეშმარიტი გმირობაც და სისხლითა და ცრემლით გამოსყიდული გამარჯვებაც, რომელსაც საუკუნეები ვერ წაშლის. ვინ არის მწერალი, რომლის შესახებაც ნობელის კომიტეტმა აღნიშნა, რომ „მისი პოლიფონიური თხზულებები ჩვენი დროის ტკივილისა და გამბედაობის ძეგლია“.
სვეტლანა ალექსიევიჩი საბჭოთა და ბელარუსი მწერალი, ჟურნალისტი, დოკუმენტური ფილმების სცენარისტია. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2015 წლის ლაურეატი. მისი წიგნების უმეტესობა დაწერილია საბჭოთა კავშირის გვიანი წლებსა და პოსტსაბჭოთა ეპოქის შესახებ.

ლექციზე განხილული იქნება სვეტლანა ალექსიევიჩის ციკლიდან „უტოპიის ხმები“ სამი წიგნი: „ომს არა აქვს ქალის სახე“, „ჩერნობილის ლოცვა“ და „სექონდ-ჰენდის დრო“.
მოხსენებას წაიკითხავს: სალომე ადამია – სამოქალაქო აქტივისტი; პროექტების „გახდი მშვიდობის მშენებელი“, „ახალგაზრდა პოლიტიკოსები მშვიდობისთვის“, „მშვიდობის აკადემია“ და „პოგრესის ენა – მშვიდობა დიალოგშია“ იდეის ავტორი და მენეჯერი; გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილი კამპანიის ფარგლებში სოციალური პროექტის „ნუ მოერგები სტერეოტიპებს – შეცვალე რეალობა!“ წარმომადგენელი.

დასწრება თავისუფალია.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here