Home კულტურა ლევან ცაგარლის საჯარო ლექცია: პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“

ლევან ცაგარლის საჯარო ლექცია: პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“

ლევან ცაგარლის საჯარო ლექცია: პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“

მეოცე საუკუნის გერმანულენოვანი ლიტერატურა ორ ბესთსელერს იცნობს. ესენია ერიჰ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტზე არაფერი შეცვლილა“ და პატრიკ ზიუსკინდის „სუნამო“. ამ უკანასკნელში ერთი შეხედვით ერთი უცნაური მკვლელის თავგადასავალია მოთხრობილი. იმის გასარკვევად, რით დაიმსახურა ამ ტრივიალური სიუჟეტის მქონე ტექსტმა მკითხველთა ყურადღება, დავუკავშირებთ მას პოსტმოდერნულ კონტექსტს. სახელდობრ, გავიხსენებთ პოსტმოდერნულ ხედვას ადამიანის იდენტობის შესახებ და ამის საფუძველზე ვიმსჯელებთ სუნამოს სიმბოლური დანიშნულების შესახებ აღნიშნულ რომანში. რის გამოა რომანი, რომლის მოქმედებაც მეთვრამეტე საუკუნეში ვითარდება, ასეთი აქტუალური თანამედროვე მკითხველისთვის? რა კავშირია სუნამოსა და თანამედროვე მედიებს შორის? რით ჰგავს ლამაზმანთა მკვლელი თანამედროვე ხელოვანს? – სწორედ ამ საკითხებს დაეთმობა 20 დეკემბერს დაგეგმილი ლექცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here