თეატრალური პრემია „დურუჯი 2017“ რიგით IX დაჯილდოების ცერემონია

0
595

19 დეკემბერს, კულტურის სამინისტროში გაიმართა, რიგით, IX თეატრალური პრემია – „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ესწრებოდნენ.
„დურუჯი 2017“-ის გამარჯვებულები, ჟიურის წევრებმა და ლაშა პაპაშვილმა გამოავლინეს.

• საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის ჯილდო გადაეცა დავით დოიაშვილს ( სპექტაკლი – „ბალიშის კაცუნა“ , ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი)

• საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციის გამარჯვებული კახა კინწურაშვილი გახდა (სპექტაკლი – „ბალიშის კაცუნა“, ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი)

• საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა ნატუკა კახიძემ (სპექტაკლი – „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“, მარჯანიშვილის თეატრი)

• ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფი გაიმარჯვა თამარ ოხიკიანმა (სპექტაკლი „ორკესტრის ტიტანიკი“, ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი)

• საუკეთესო თანამედროვე პიესის ავტორი კი თამთა მელაშვილი გახდა. მან თეატრალური პრემია დურუჯი პიესისთვის „გათვლა“ მიიღო.

„დურუჯი“ – პირველი დამოუკიდებელი თეატრალური პრემიაა, რომელიც საქველმოქმედო ფონდ „ცისკარისა“ და „რედიქს ჯგუფის“ ორგანიზებით, უკვე, მეცხრედ ჩატარდა.

2017 წელს, ჯამში, 18 თეატრის 33 განაცხადი იქნა შემოტანილი. 5 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური, ნომინირებულ სპექტაკლებს 3 თვის განმავლობაში აფასებდა, რის შედეგადაც შეირჩა მეორე ტურში მონაწილე 23 ნომინანტი.
დაჯილდოების დღეს, ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, ჩატარდა ფარული კენჭისყრა ჟიურის წევრებს შორის, რომლებმაც 21 ნომინანტიდან, 5 კატეგორიაში, საბოლოო გამარჯვებულები გამოავლინეს.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here