Home კულტურა რუსუდან კაჭკაჭიშვილის ნამუშევრების გამოფენა

რუსუდან კაჭკაჭიშვილის ნამუშევრების გამოფენა

რუსუდან კაჭკაჭიშვილის ნამუშევრების გამოფენა

ძვირფასო მეგობრებო!
26 დეკემბერს, 15:00 საათიდან, ლიტერატურულ მუზეუმში გაიმართება უნიჭიერესი დიზაინერის, ქალბატონ რუსუდან კაჭკაჭიშვილის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა. მშვენიერი რუსუდანი წარმოგვიდგენს შესანიშნავ ნამუშევრებს (კერძოდ, სამკაულებს), რომელიც დიდი რუდუნებით, გემოვნებით და ფერების საოცარი შეხამებით არის შესრულებული. გამოფენა 5 საათზე გაგრძელდება საზეიმო ღონისძიებით, რომელიც წინა საახალწლო განწყობას შეგვიქმნის ყველას და გაჯერებული იქნება პოეზიით, პროზით და მუსიკალური ნომრებით. ღონისძიებას, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება, უხელმძღვანელებს ჩვენი საამაყო ხელოვანი ქალბატონი მარინა თექთუმანიძე. საღამოს ორგანიზატორები კი არიან: მშვენიერი, სიცოცხლით სავსე ეთო მდინარაძე, უნიჭიერესი პოეტი, ენერგიული მაია კახიძე და უნიჭიერესი პოეტი თემურ ცერცვაძე.
მეგობრებო!
ყველას გიწვევთ დიდი პატივისცემით, სიყვარულით და მერწმუნეთ, ძალიან თბილი და ლამაზი საღამო გველოდება!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here