Home კულტურა ტაბლა ნოვა ღვინის საახალწლო ბაზრობაზე |Tabla Nova at Wine Market

ტაბლა ნოვა ღვინის საახალწლო ბაზრობაზე |Tabla Nova at Wine Market

ტაბლა ნოვა ღვინის საახალწლო ბაზრობაზე |Tabla Nova at Wine Market

23–24 დეკემბერს, „საქართველოს ღვინის კლუბი“ და „ვერის ბაზარი“ (ღვინის ქარხანა #1, პეტრიაშვილის 1) გიწვევთ ახალ დღესასწაულზე, „ღვინის საახალწლო ბაზრობაზე“, რომელზეც წარმოდგენილი იქნება: 🍷 საქართველოს ყველა წამყვანი კომპანია და მცირე მარანი იქნება წარმოდგენილი თავიანთი საუკეთესო ღვინოებით: ცქრიალა ღვინოები, თეთრი მშრალი, ქარვისფერი ქვევრის ღვინოები, წითელი მშრალი, ქვევრის, ნახევრადტკბილი და ტკბილი, ასევე შემაგრებული ღვინოები, მაგარი სასმელი 🍷 ყველი, ჩურჩხელა, ჩირი, თაფლი, მურაბები, შოკოლადი, თხილი და სხვა გემრიელი საახალწლო ნუგბარი 🍷 ხელნაკეთი ნამუშევრები 🍷 ტაბლა ნოვას სტენდთან, გარდა ღვინის და ბარის აქსესუარებისა, შეძლებთ შეიძინოთ ღვინის კლუბის ტრადიციული სადეგუსტაციო ჭიქები საკიდით, რომელიც სპეციალურად ბაზრობისთვის დამზადდა. ღვინის #1 ქარხნის მეორე სართულის ტერასაზე მაყალი დაიდგმება, სადაც მწვადი და თევზი თქვენს თვალწინ შეიწვება. აქვე დაგხვდებათ ქართული ქვევრის ლუდი, ჩამოისხმება ღვინის საახალწლო ბაზრობის სახელობითი ღვინოებიც, კარდანახული რქაწითელი და საფერავი (კომპანია Art gvino). გარდა ამისა, დაგეგმილია სხვადასხვა ღონისძიება, დაინთება სადღესასწაულო კოცონები, რა თქმა უნდა, იქნება მუსიკაც. გაერთეთ და შეიქმენით სადღესასწაულო განწყობა!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here