11 თვის მონაცემებით საქართველომ 7 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა

0
656

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემაში “პირისპირ” ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის საქმიანობა შეაჯამა: “წელს 10 თვის განმავლობაში ჩვენ დავეწიეთ 2016 წლის 12 თვის მონაცემებს. 11 თვის მონაცემებით უკვე 7 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაურს ვუმასპინძლეთ. წელს დავამთავრებთ დაახლოებით 7 400 000 საერთაშორისო მოგზაურით, შემოსავლების თვალსაზრისით კი დაახლოებით 2 მილიარდ 700 მილიონი დოლარით “- განაცხადა გიორგი ჩოგოვაძემ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here