Home სოციალური დევნილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

დევნილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

დევნილთა სამინისტროში სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიმართ, 2017-2018 წლების, სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

საბჭოს გაეცნო დევნილთათვის საარსებო წყაროებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის სტრატეგიის განხორციელების 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმისა და დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის 2017 წლის მესამე კვარტლის ანგარიშები.

მხარეებმა ასევე იმსჯელეს უწყებათაშორისი კომიტეტისა და სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციების გადახედვაზე საარსებო წყაროების სამოქმედო გეგმის განხორციელების მიმართულებით.

სამეთვალყურეო საბჭომ განიხილა და მოიწონა დევნილთა მიმართ სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელების 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმაში შესატანი ცვლილებები, მათ შორის გენდერული მეინსტრიმის კუთხითაც.

სამეთვალყურეო საბჭოს სხდომას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და შოთა რეხვიაშვილი, საბჭოში შემავალი სამინისტროების, სახალხო დამცველის აპარატის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here