Opera ბრაუზერის შემქმნელ კომპანიას Otello ერქმევა

0
755

Opera ბრაუზერის შემქმნელ ნორვეგიულ კომპანია Opera Software ASA-ს ახლა უკვე Otello Corporation ჰქვია.
ამის შესახებ ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება.

როგორც ამბობენ, სახელის ინსპირაცია ჯუზეპე ვერდის საოპერო ნაწარმოები „ოტელო“ გახდა, რომელიც უილიამ შექსპირის იმავე სახელწოდების ტრაგედიაზე არის დაფუძნებული.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ გასულ წელს ნორვეგიულმა კომპანიამ საკუთარი ბრაუზერის ბიზნესი და მასთან ერთად უფლება სახელწოდებაზე 600 მილიონ დოლარად ჩინურ Golden Brick Capital Private Equity Fund-ს მიჰყიდა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here