ქართველმა სამხედრომ მიზანში სროლის ტურნირში ოქროს მედალი მოიპოვა

0
618

უკრაინის დედაქალაქ კიევში გამართულ „გმირთა თამაშებში“ ქართველმა დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ, მასტერ-სერჟანტმა ალექსი ტაბატაძემ მიზანში სროლასა და კროსფიტში ოქროს მედალი მოიპოვა. გამარჯვებული ქართველი ჯარისკაცი საქართველოში დღეს დაბრუნდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ზაალ კაპანაძე დახვდა და ტურნირში გამარჯვება პირადად მიულოცა.

უკრაინაში, ქალაქ კიევში ტურნირი დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მონაწილეობით მიზანში სროლასა და კროსფიტში გაიმართა. „გმირთა თამაშებში” ერთმანეთს საქართველოს, ამერიკის შეერთებული შტატების, უკრაინის, პოლონეთის, არაბეთის გაერთიანებული საემიროებისა და ავსტრალიის სამხედრო მოსამსახურეები შეეჯიბრნენ.

საერთაშორისო ასპარეზობაში საქართველოდან მასტერ სერჟანტი ალექსი ტაბატაძე და კაპრალ-სპეციალისტი ბექა სუთიძე მონაწილეობდნენ. „გმირთა თამაშები“ უკრაინის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა და მიზნად ვეტერანი, ასევე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერას ისახავდა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here