Home კულტურა კინომუსიკის სამყაროში -საახალწლო კონცერტი

კინომუსიკის სამყაროში -საახალწლო კონცერტი

კინომუსიკის სამყაროში -საახალწლო კონცერტი

29 დეკემბერს ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრი გთავაზობთ კონცერტს, რომელიც წინასაახალწლო განწყობას შეგიქმნით.

პროგრამაშია მუსიკა სხვადასხვა, ყველასთვის საყვარელი კინოფილმებიდან, რომლის ავტორებიც არიან ცნობილი კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორები – ჰექტორ ბერლიოზი, ედუარ ელგარი, იან სიბელიუსი, მიშელ ლეგრანი, ჯონ უილიამსი და სულხან ცინცაძე. კონცერტში მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და ახალგაზრდა მევიოლინე სენდი ვართანოვა.

ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ცენტრის სალაროში და ასევე ვებ გვერდზე:
https://biletebi.ge/kakhidzis-musikaluri-tsentri/2912-saakhaltslo-kontserti-kinomusikis-samkaroshi-2912-new-year-concert-in-the-world-of-film-music

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here