23 დეკემბერს, 19:00 საათზე, მწერალთა სახლში გაიმართება სოფიო შამანიდის წიგნის პრეზენტაცია – “აუტანელი” ქალები.
წიგნში განხილულია ანტიკური ეპოქის სამი ქალი პერსონაჟის – მედეას, ელენესა და კლიტემნესტრას ლიტერატურული სახეცვლილებები თანამედროვე ბერძენი და ქართველი ავტორების ტექსტებში.
რატომ ცდილობს მწერალი, გაამართლოს ქალი, რომელიც სამშობლოს ღალატობს, შემდეგ კი ქმარზე შურისძიების მიზნით კლავს საკუთარ შვილებს, ან ქალი, რომლის სასიყვარულო ისტორია ათწლიან ტროას ომს და უდიდეს მსხვერპლს გამოიწვევს, ან ქალი, რომელიც ჯერ ქმარს უღალატებს, მერე კი საკუთარ საყვარელთან ერთად სიცოცხლეს გამოასალმებს მას.
რას გვიამბობენ ანტიკური ეპოქის მწერლები ამ ქალებზე და როგორ აღიქვამს მათ თანამედროვე ლიტერატურა და საზოგადოება.












