
23,26 დეკემბერს / 20:00 საათზე // სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ ფერდინანდ ბრუკნერის დრამას
:::ტკივილი არის ახალგაზრდობა:::
რეჟისორი: დათა თავაძე
თარგმანი: დავით გაბუნია
კომპოზიტორი: ნიკა ფასური
მხატვარი: ქეთი ნადიბაიძე
მონაწილეობენ:
თორნიკე გოგრიჭიანი, პაატა ინაური, ნატუკა კახიძე, მაგდა ლებანიძე, სალომე მაისაშვილი, ქეთა შათირიშვილი, გიორგი შარვაშიძე
სპექტაკლის შესახებ:
ვენა, 1923 წელი. პირველი მსოფლიო ომის შემდგომი უიმედო თაობა საკუთარ თავს დიაგნოზად ახალგაზრდობას უსვამს და ყოველნაირად ცდილობს მის განადგურებას.
”საჭირო დროს ბურჟუა უნდა გახდე, ან თავი მოიკლა. სხვა გამოსავალი არ არსებობს!”
შვიდი ერთმანეთზე გადაჯაჭვული, სასოწარკვეთილი და დაუნდობელი ახალგაზრდა სახიფათო თამაშში ებმება – ეყოფათ თუ არა ძალა ამ თამაშს არა მხოლოდ გადაურჩნენ, არამედ გაიმარჯვონ?
:::..რამდენიმე მიზეზის გამო მივიჩნიე საჭიროდ ამ პიესის დადგმა, მაგრამ ერთი, რამაც ყველაზე მეტად მაცდუნა, საოცრად დაწერილი პერსონაჟები იყო. ქართული თეატრისთვის უცნობი, მეტად ახალი სახეები, სახეები, რომლებიც აქამდე ქართულ სცენაზე არ მინახავს. პერსონაჟები, რომლებიც ცდილობენ იგრძნონ, რომ ცოცხლები არიან, ტკივილის გზით მიაღწიონ აბსოლუტურ სიფხიზლეს და, როგორც მეცნიერებმა, ადამიანებს შორის ურთიერთობა იკვლიონ. ისინი ექიმები არიან, რომლებიც ვეღარ ხვდებიან, რისთვისაა საჭირო ეს პროფესია. ზოგი იფიქრებს, რომ მათი სევდა ტოტალური უიმედობის ბრალია, მე კი ვფიქრობ, რომ მათი ნამდვილი დრამა არის ველური სწრაფვა ბედნიერებისკენ..:::
– დათა თავაძე :::ტკივილი არის ახალგაზრდობა:::
_________________
სალარო: 2996171 // https://biletebi.ge/startup.aspx?id=22&EventID=315700