2017 წლის გამოცემების პრეზენტაცია

2017 წლის 28 დეკემბერს, 17:00 საათზე კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გამართავს 2017 წელს გამოცემული წიგნების პრეზეტაციას. ღონისძიება ჩატარდება საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.
ღონისძიების მიზანია, საზოგადოებისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენა სამეცნიერო გამოცემების სახით.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან მუშაობს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით. ისეთი, როგორიცაა, უძველესი ხელნაწერების ტექსტის გამოცემა, ასევე ცენტრში დაცული სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის პირადი არქივების აღწერა, ისტორიული დოკუმენტების შესწავლა, უძველეს ხელნაწერებში წარმოდგენილი მინიატურების კვლევა, მათი მხატვრული კუთხით შესწავლა და ა.შ. ამ კვლევათა შედეგია გამოცემული წიგნები, რომლებიც მეცნიერებს დახმარებას გაუწევს სამომავლო კვლევებში.
მაღალ სამეცნიერო დონეზე შესრულებული პუბლიკაციები დასტურია იმისა, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ერთ-ერთი უმთავრესი სამეცნიერო დაწესებულებაა ქვეყანაში, რომელიც მუდმივად ზრუნავს ჰუმანიტარული სამეცნიერო სფეროს განვითარებაზე.
ღონისძიებაზე 12 სამეცნიერო და ასევე 4 სამეცნიერო-პოპულარული წიგნი იქნება წარმოდგენილი. გამოცემებს მათი ავტორები წარადგენენ. და წიგნის შინაარსსა და მნიშნველობაზე ისაუბრებენ.

საცნობარო ლიტერატურა

1. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი – წარმდგენი ზაზა აბაშიძე

სამეცნიერო-პოპულარული წიგნების სერია

1. „ხელნაწერი“– წარმდგენი ზაზა აბაშიძე
2. მარიამ ლორთქიფანიძე, რუსთაველის ეპოქა – წარმდგენი ზაზა აბაშიძე
3. მანანა ხომერიკი, ფიროსმანზე და არა მხოლოდ – წარმდგენი მანანა ხომერიკი
4. ვალერიან გაბაშვილი, ვახუშტი ბაგრატიონი – წარმდგენი მანანა გაბაშვილი

ფილოლოგია

1. მანანა მაისურაძე, „დროსის წამების“ ქართული ვერსია
2. ლია ახობაძე, ნოემბრის მეტაფრასები – წარმდგენი ლია ახობაძე
3. გიორგი მთაწმიდელი, დიდი სÂინაქსარი – წარმდგენი დალი ჩიტუნაშვილი
4. ქართული პალიმფსესტები კატალოგი-ალბომი – წარმდგენი დალი ჩიტუნაშვილი

ისტორია

1. გონელი არახამია, ახალი ქართლის ცხოვრება – წარმდგენი გონელი არახამია
2. ჯუანშერ ვათეიშვილი, ქართული წიგნის ისტორია – წარმდგენი ჯუანშერ ვათეიშვილი
3. ტაო-კლარჯეთი _ ისტორიისა და კულტურის ძეგლები (კატალოგი) – წარმდგენი ნესტან ბაგაური
4. სერგი გორგაძე, თხზულებანი I – წარმდგენი ზაზა აბაშიძე
5. მეფე თეიმურაზი, ქეთევანიანი – წარმდგენი თეა ქართველიშვილი
6. კალისტრატე ცინცაძე 150 – წარმდგენი ნუგზარ პაპუაშვილი

პერიოდული გამოცემა

1. ისტორიულ-ფილოლოგიური კრებული „მრავალთავი“, N25 – წარმდგენი ნინო მელიქიშვილი / დარეჯან კლდიაშვილი

მისამართი: ქ. თბილისი, ლ.გუდიაშვილის ქუჩა №7 III კორპუს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here