
ფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნა, ის რვა ოქტომბრამდე გაგრძელდება და საქართველოს მასშტაბით დამთვალიერებელს 150-მდე ღონისძიებას შესთავაზებს, მათ შორის ლექციებს, სემინარებს, კონფერენციებს და სამეცნიერო პიკნიკებს.
როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, მეცნიერება ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.
“იმედი მაქვს, რომ მსგავსი ღონისძიებები დაეხმარება სფეროს განვითარებას. ბავშვები მაქსიმალურად უნა დავაინტერესოთ მეცნიერებით. მეცნიერების როგორც კარიერის პოპულარიზაციაა ჩვენი მიზანი. ჩვენ ვცდილობთ დავარწმუნოთ ბავშვები, რომ ამ სფეროში დიდი პერსპექტივაა. მომავალში ჩვენი ბიზნესის ეკონომიკის განვითარება პირდაპირ კავშირშია მეცნიერების განვითარებასთან”, – განაცხადა ჯეჯელავამ.
ღონისძიება უკვე მესამედ იმართება, მასში საქართველოს ხუთი ქალაქია ჩართული. მისი მიზანი კი ახალგაზრდებში მეცნიერების პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.