Home სხვადასხვა აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი 2017 წლის 17 ოქტომბერს გაიმართება

აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი 2017 წლის 17 ოქტომბერს გაიმართება

აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი  2017 წლის 17 ოქტომბერს გაიმართება

ბია“–ს ორგანიზებით, “თიბისი ლიზინგის” სპონსორობითა და “საქართველოს ლიზინგის ასოციაციის” მხარდაჭერით, 2017 წლის 17 ოქტომბერს, იმართება „აღჭურვილობის მომწოდებლების გამოფენა და ლიზინგის ფორუმი“.
ფორუმის მიზანია ტექნოლოგიური განვითარებით დაინტერესებული 500-ზე მეტი ბიზნესმენის, მთავრობის წარმომადგენლების, სავაჭრო პალატებისა და მეზობელი ქვეყნებიდან (კავკასია, დსთ, შუა აღმოსავლეთი) დელეგატების შეკრება სასტუმროში ბილტმორ თბილისი, რათა გაეცნონ მსოფლიოში არსებულ თანამედროვე ტექნოლოგიურ მიღწევებს.

ფორუმი დელეგატებს მისცემს შესაძლებლობას გაეცნონ სამშენებლო, აგრო, სამედიცინო, სატრანსპორტო და “ჰორეკა” სექტორისთვის საჭირო ტექნიკის მომწოდებლებსა და დილერებს, აქვე გაიგონ ლიზინგის მომსახურების უპირატესობების შესახებ და ისარგებლონ კონკურენტული შეთავაზებებით. ღონისძიების მიზანია იაფი ფინანსური რესურსის შეთავაზება მეწარმეებისთვის ტექნიკური პარკის განსაახლებლად, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის წინსვლას.

სალიზინგო კომპანიები, ტექნიკის მომწოდებლების ინტერესების გათვალისწინებით, მეწარმეებს, რომლებიც ბიას ფორუმის ფარგლებში დაამყარებენ კავშირს მომწოდებლებთან, ექსკლუზიურ პირობებს შესთავაზებენ აღჭურვილობის შესაძენად, რაც თავის მხრივ, ხელსაყრელი წინადადებაა როგორც მომწოდებლებისათვის, ასევე ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here