ბათუმში „ბიზნეს სამართლის დღეები“ იმართება

0
776

ბათუმში „იურიდიული პროფესიის განვითარების ცენტრის“, „საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის“, „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ კომერციული სამართლის კომიტეტისა და „თავისუფალი ბაზრის ადვოკატირების ორგანიზაციის“ მხარდაჭერით „ბიზნეს სამართლის დღეები“ იმართება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, შეხვედრაზე საერთაშორისო საგადასახადო სამართლის, სახელმწიფო შესყიდვებთან და დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება. სპეციალური სესია დაეთმობა თემას: „აბრეშუმის გზა“ და ადვოკატის შესაძლებლობები. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართება და მონაწილეები საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს გაუზიარებენ. ღონისძიება ბათუმში ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ორგანიზატორების თქმით, მსგავსი ღონისძიებები საქართველოს სხვა ქალაქებშიც მოეწყობა.

„ბათუმი საკვანძო ადგილია, სადაც შეიძლება ქართული და რეგიონული (აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი) ინტერესების თანხვედრა. მთავარი დანიშნულება არის ის, რომ ჰონგ კონგის მანიფესტი პირველ რიგში ხაზს უსვამს სწორედ იურიდიული სივრცის ჰარმონიზაციას, რათა ერთობრივი პროექტების ერთ სამართლებრივი სივრცეში გატარება მოხდეს. ამისათვის საჭიროა ბათუმის სამართლებრივმა სივრცემ გაითავისოს, რომ ბათუმს უდიდესი პოტენციალი გააჩნია, რათა ბაზრის სამართლებრივი ინტერესი და სამართლებრივი მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ეს არა მარტო სატრანსპორტო დერეფანს წაადგება, არამედ ქართული სამართლებრივი სივრცის განვითარებას და მის დაცვასაც. პირველ რიგში რა არის მხედველობაში: ინვესტიციები, რომლებიც ამ მარშრუტს გაივლის და ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც მესამე დერეფანია, ეს არის თურქეთისკენ დამაკავშირებელი გზა და თურქეთისკენ დამაკავშირებელ გზას სწორედ კონკურენცია სჭირდება. სწორედ საქართველოს მთავრობის აქტიური მონაწილეობით, სწორედ საქართველოზე გადის ეს მნიშვნელოვანი საკვანძო გზა და რომლის მთავარი სტრატეგიული ობიექტი დღევანდელ დღეს არის ბათუმი. ბათუმი თავისი ისტორიული, კულტურული და სამართლებრივი ფესვებით გაცილებით მეტი პოტენციალის მატარებელია, ვიდრე რომელიმე სხვა ქალაქი დღეს საქართველოში. მე ვეძახი საზღვაო კარიბჭეს, არა მარტო სახმელეთო კარიბჭეს. სწორედ ის დერეფანი მთავარი სახმელეთო კორიდორის ფუნქციას ასრულებს. ძალიან მადლობელი ვარ ბათუმელი კოლეგების. დღეს ძალიან კარგად მიიღეს ჩვენი ინიციატივა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადვოკატთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ახალი ინიციატივები და სამართლებრივი კუთხით ახალი მიდგომები გაცილებით ეფექტურია, ეს ეხება სწორედ ადვოკატთა ასოციაციის ეკონომიკურ პლატფორმას და სწორედ ინვესტიციების დაცვის მაქსიმალური მექანიზმების შექმნაზე. ძალიან მოხარული ვარ, დღევანდელი ჩემი გამოსვლით, რადგან მაქსიმალურად სწორად აღიქვეს კოლეგებმა ის შესაძლებლობა, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია. მათ შორის უპირველესად ბათუმელებს და ამ რეგიონში მცხოვრებ ადამიანებს“,- აღნიშნა დავით ლანჩავამ.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here