
აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოქვეყნებული „აზიის განვითარების შეფასების ანგარიშის“ (Asia Development Outlook) მიხედვით, ბანკმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 3.8%-დან 4.2%-მდე გააუმჯობესა.
► ანგარიშის მიხედვით, ცენტრალური აზიის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ყველაზე მაღალი გაუმჯობესების მაჩვენებელი ყირგიზეთსა და საქართველოს აქვს, შესაბამისად 1 და 0.4 პროცენტული პუნქტით.
► საქართველოს შემთხვევაში პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია:
· ინფრასტრუქტურული პროექტების გაზრდილი დაფინანსებით, რომელიც 2018 წელსაც გაგრძელდება;
· ექსპორტის მაღალი მაჩვენებლებით;
· გაზრდილი ფულადი გზავნილებით;
· ტურიზმიდან მიღებული გაზრდილი შემოსავლებით.
► აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი აღემატება ცენტრალური აზიის ისეთი ქვეყნების ეკონომიკის ზრდის პროგნოზებს, როგორიცაა სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი.
► ანგარიშში აღნიშნულია, რომ მიმდინარე და დაგეგმილი ეკონომიკური რეფორმები, ორიენტირებულია ქვეყნის სატრანსპორტო და ლოგისტიკური კონკურენტუნარიანობის გაღრმავებისკენ.