საქართველოს შეიარაღებული ძალების ტურნირი ფეხბურთში

0
585

სენაკის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებს შორის ფეხბურთში ტურნირი გაიმართა. სპორტულ ღონისძიებაში პირველობისთვის სამხედო პოლიციის, სახმელეთო ჯარების დასავლეთ და აღმოსავლეთ სადლობების, ასევე, წვრთნისა და სამხედრო განათლების სარდლობის, ეროვნული გვარდიის, საინჟინრო ბრიგადის ათმა გუნდმა იასპარეზა.

საფეხბურთო ტურნირის გამარჯვებული II ქვეითი ბრიგადის გუნდი გახდა. მეორე ადგილზე II საარტილერიო ბრიგადის გუნდი, ხოლო მესამე ადგილზე – III ქვეითი ბრიგადის გუნდი გავიდა. პირველადგილოსან გუნდს მედლები სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა, ხოლო საპრიზო თასი – გენერალური შტაბის სპორტული სამსახურის უროსმა, ვიცეპოლკოვნიკმა ლაშა ყარმაზანაშვილმა გადასცა. მედლებით დაჯილდოვდნენ მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები.

დღესვე გამოვლინდა ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი – II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე, ბაკურ ნანეიშვილი. საუკეთესო მეკარე – II საარტილერიო ბრიგადის გუნდის მეკარე  -კობა იაკობაძე. საუკეთესო თავდამსხმელი – II ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურე  -ნიკოლოზ უგრეხელიძე.
ტურნირის ორგანიზება გენერალური შტაბის სპორტულმა სამსახურმა უზრუნველყო, ხოლო ტურნირში მონაწილე საფეხბურთო გუნდებს II ქვეითმა ბრიგადამ უმასპინძლა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here