აჭარის შესახებ ინფორმაციას ტურისტები 15 ენაზე მიიღებენ

0
780

აჭარის შესახებ ინფორმაციას ტურისტები 15 ენაზე მიიღებენ. დღეიდან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ვებგვერდზე gobatumi.com მასალები ქართულ, ინგლისურ და რუსული ენებთან ერთად 12 ენაზე განთავსდება. რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და პოტენციალს ტურისტები სპარსულ, ებრაულ, გერმანულ, ესტონურ, ლიტვურ, ლატვიურ, პოლონურ, ასევე არაბულ, უკრაინულ, სომხურ, აზერბაიჯანულ და თურქულ ენებზე გაეცნობიან.

“დღეიდან ჩვენს სამიზნე ქვეყნებში ტურისტებსა და ვიზიტორებს ინფორმაციის მიღება მათსავე მშობლიურ ენაზე შეეძლებათ. აღნიშნული სიახლე გაუადვილებს ვიზიტის დაგეგმვას როგორც ტურისტს, ასევე ტურისტულ სააგენტოებს. ინტერნეტი თანამედროვე მსოფლიოში განსაკუთრებულ როლს თამაშობს და შესაბამისად ჩვენ ვცდილობთ ონლაინ სივრცეში მაქსიმალურად მოქნილი, მარტივი და ეფექტური პლატფორმები შევქმნათ. ამ კუთხით ბევრი სიახლე გვაქვს კიდევ დაგეგმილი, ჩვენი ბიუჯეტის დაახლოებით 40% ვხარჯავთ სოციალურ მედიასა და სხვადასხვა ინტერნეტ პლატფორმებზე მსოფლიოს 16 ქვეყანაში”, – აღნიშნა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის შეკვეთით, ოფიციალური ვებგვერდის Gobatumi.com 12 – ენოვანი ვებ-პლატფორმა სარეკლამო კომპანიამ „შინდი“ დაამზადა. აღნიშნულ პროექტში ჩართული იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყებები.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here