Home სხვადასხვა მთის კურორტებზე წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით არის გაზრდილი

მთის კურორტებზე წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით არის გაზრდილი

მთის კურორტებზე წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით არის გაზრდილი

პრესკონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს მთის კურორტებზეც ისაუბრეს, სადაც ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე. „2017 წლის ზაფხულში ოთხივე კურორტზე (გუდაური, ბაკურიანი, სვანეთი, გოდერძი) წინა წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 17%-ით არის გაზრდილი. აქედან, მნიშვნელოვანი ზრდა იყო გუდაურში, სადაც ვიზიტორთა რაოდენობა 3-ჯერ გაიზარდა. რაც შეეხება ბაკურიანს, 2017 წლის სეზონის მაჩვენებლებით, 2016 წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 46%-ით გაიზარდა და 40 265 ვიზიტორი შეადგინა“ – განაცხადა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

მისივე ინფორმაციით, 2017 წლის ზაფხულში დაიწყო მესტია-ჰაწვალის დამაკავშირებელი საბაგიროს მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. საბაგირო იქნება ღია სავარძლის ტიპის 6 კაციანი, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლის „Doppelmayr”-ის ფირმის, რომლის სიგრძე 1200 მეტრი იქნება. ონოფრიშვილის შეფასებით, მესტია-ჰაწვალის საბაგიროს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს, რადგან ის მთას და ცენტრს ერთმანეთთან დააკავშირებს.

„მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს 2023 წლის სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩატარებაზე განაცხადი შეაქვს. თუ საქართველო მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების უფლებას, საქართველოში ათეულ ათასობით ადამიანი ჩამოვა, რაც ხელს შეუწყობს როგორც ზამთრის სპორტის სახეობების პოპულარიზაციას, ასევე ვიზიტორების ზრდას“ – აღნიშნა ალექსანდრე ონოფრიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here