
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, 2017 წლის 9 ოქტომბრიდან, შეიარაღებულ ძალებში იწვევს 35 წლამდე ასაკის მოქალაქეებს და მათ ოთხწლიანი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლას სთავაზობს.
განცხადების ჩაბარებისას მოქალაქემ თან უნდა იქონიოს:
1. პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
2. სამხედრო ბილეთის ან მიწერის მოწმობის ასლი (წვევამდელის მოწმობა);
3. ფოტოსურათი 3X4 – 2 ცალი.
საბუთების მიღება წარმოებს 2017 წლის 9 ოქტომბრიდან, ყოველდღე (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ქ. თბილისში, მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისი“-ს ბაზის ტერიტორიაზე.
საკონტაქტო ტელ: 595 050685; 595 050673.
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ რეჟიმში შეუძლიათ.
ონლაინ რეგისტრაციისთვის: onlinebct.mod.gov.ge