
4 ოქტომბერს, 11 საათზე, Lolita-ში, თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ფარგლებში, ხელოვნების სასახლე წარმოადგენს პეტრე ოცხელის კატალოგის “უცნობი პეტრე ოცხელის” პრეზენტაციას.
ორენოვანი კატალოგი „უცნობი პეტრე ოცხელი“ მხატვრის აზროვნების, ფიქრის, ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ აქამდე უცნობ ფურცლებს არამხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი მკითხველისათვის გადაშლის.