საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 8 ერთეული სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოხდა

0
672

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა რვა ერთეული სანახშირე ორმოს დემონტაჟი მოახდინეს.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელი გიორგიწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ ფუნქციონირებდა სანახშირე ორმოები, სადაც, გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე, მიმდინარეობდა ნახშირის წვა. ტერიტორიაზე ნაპოვნია 5 მ3 უკანონოდ მოპოვებული შეშა. კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ადგილზე ხუთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს.

გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, უკანონოდ მოქმედ რვა სანახშირე ორმოს გაუკეთდა დემონტაჟი.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here