Home თავდაცვა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

საქართველოში, პირველი ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფება. თავდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას, წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო. გმირთა მოედანზე, გერმანელ კოლეგასთან ერთად, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ.

გვირგვინით შემკობის ცერემონიალი ეროვნული გვარდიის სამხედრო ორკესტრის მიერ სამგლოვიარო მარშისა და ორივე ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნების აკომპანირებით გაიმართა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here