
კულტურის სამინისტროში უწყებათაშორისი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე გაუძღვა. შეხვედრის ფარგლებში, შემოქმედებითმა საქართველომ წარადგინა ბოლო თვეების ანგარიში, გააკეთა ჩატარებული ღონისძიებების პრეზენტაცია და განიხილა სამომავლო პროექტები. უწყებების წარმომადგენლებს მოეწონათ ჩვენი გეგმები და იდეები და გამოთქვეს უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი.