
დეა სოსელიას პერსონალური გამოფენა „ამანტე“ ასახავს განუწყვეტელ კავშირს მხატვარსა და ბუნებას შორის, გულისხმობს მათ მუდმივ ურთიერთობასა და ერთმანეთთან თანაარსებობას. მხატვრისათვის ბუნება მნიშვნელოვან დაკვირვების ობიექტს წარმოადგენს, რომელიც, გარკვეული ემოციური ფონით, მარადიულ სახეს იძენს ნამუშევრებში, განსხვავებით რეალობისა, სადაც გარემო მუდმივ ცვალებადობას განიცდის და არსებობის ხანმოკლე პერიოდს გულისხმობს. გამოფენის სახელწოდება „ამანტე“, სიმბოლურად, ამ მარადიულობას ეხმიანება და ძველქართულად ნიშნავს ერთგვარ ხეს, რომელსაც ცეცხლი არ ეკარება და რჩება მუდმივად.
გამოფენის გახსნა: 10 ოქტომბერი, 19:00 სთ.
მისამართი: თბილისი, დ.ჭონქაძის 14
დასწრება თავისუფალია