ლიტერატურული სპექტაკლი: „შეჩერდით, ორივე მხარეს საქართველოა“

0
709

11 ოქტომბერს, 15:00 საათზე, სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზში, წარმოდგენილი იქნება რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლი: „შეჩერდით, ორივე მხარეს საქართველოა“, რომელიც ეძღვნება საქართველოს ეროვნულ გმირს, ჟიული შარტავას.
დასწრება თავისუფალია.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here