14 ოქტომბერს, 20:00 საათზე, რობერტ ფრიპი და ჯგუფი King Crimson მორიგი განახლებული შემადგენლობით, მუსიკოსების ორი და რეპერტუარის ოთხი თაობის ნაზავით, წარმოგვიჩენს როკმუსიკის უახლეს სიტყვას, ლეგენდარული King Crimson-ის 2016 წლის კონცერტს Radical Action To Unseat The Hold Of Monkey Mind ჩანაწერის ჩვენება – მზიურში!
✔ ღია ცის ქვეშ
✔ სუფთა ჰაერზე
✔ ქალაქის ხმაურისგან შორს
✔ დიდ ეკრანზე და
✔ საუკეთესო ხმით
სპეციალურად ამ პროექტისთვის, მზიურმა მოიწვია პირველი ციფრული როკენციკლოპედიისა და მუსიკალურ თემებზე მომზადებული არაერთი მასალისა და რადიოგადაცემის ავტორი, აჩიკო ბენაშვილი, რომელიც, როკ-ბლუზ კონცერტების დიდ ეკრანზე ნახვასთან ერთად, სცენაზე მდგარი ჯგუფებისა, თუ ინდივიდების შემოქმედებას უკეთ გაგვაცნობს.
დასწრება თავისუფალია












