შეხვედრა ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან

0
623

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-11 კონფერენციის (GDSC) ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ვიტაუტას უმბრასას შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ლიტვისა და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ლიტველ კოლეგას საქართველოს პოლიტიკური და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ლელა ჩიქოვანის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სამაგალითო პარტნიორია და მომავალი წლიდან, გარკვეული მიმართულებებით, თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება. ლიტვის მხარემ, თავდაცვის უწყებას რეფორმების გახორციელების კუთხით, მხარდაჭერა აღუთქვა.

კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here