Homeარჩევნებიშეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელთან

შეხვედრა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გაიმართა შეხვედრა.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ კორნელია იონკერს 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მხარეებმა იმსჯელეს წინასაარჩევნო გარემოზე. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს როგორ განახორციელებს სადამკვირვებლო მისია 21 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებას.

შეხვედრაში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი არჩილ ანასაშვილი, პრეს სპიკერი ანა მიქელაძე, სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი კორნელია იონკერი, ანალიტიკოსები საარჩევნო საკითხებში მაშა იანუშევიჩი და გორან პეტროვი მონაწილეობდნენ.

OSCE/ODIHR-მა საქართველოში სადამკვირვებლო მისიის განხორციელება 13 სექტემბრიდან დაიწყო.

RELATED ARTICLES

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here

Most Popular