
დღეს საქართველოში მცირე ბიზნესი სწრაფად ვითრდება და ამის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი ხელნაკეთი ნივთების შექმნა და სტარტაპების განვითარებაა. დღეს, თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია ვიყოთ განსხვავებულები. ჩვენივე მოფიქრებული ინდივიდუალური დიზაინით შეგვიძლია დავამზადოთ ტანსაცმელი, ჩანთები, სამკაულები და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც გამოგვარჩევს ჩვენ-ყველსგან. საბედნიეროდ, დღეს ტენდენცია შეიცვლა და საზოგადოებამ მეტად დააფასა ხელნაკეთი ნივთები და აქსესუარები, რადგან ჩვენ ამ მცირე დეტალებით ვცდილობთ გამოვირჩეოდეთ სხვებისგან.
ხელნაკეთი ჩანთების ბრენდი „knitted” ქართულ ბაზარზე სულ ორი თვეა რაც გამოჩნდა, თუმცა ქართველ მომხმარებელს ეხმარება ჩამოაყალიბონ მითთვის სასურველი სტილი და დიზაინი. ნაქსოვი ჩანთები ოჯახური ბიზნესია, რომელიც სალომე გოგინაშვლმა და მისმა დედამთილმა ერთობლივი ძალებით წამოიწყეს. „თბილისი თაიმსს“ ბრენდის ერთ-ერთი დამფუძნებელი სალომე გოგინაშვილი ესაუბრა „knitted”-ის შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ.
ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ნაქსოვი ჩანთები?
ეს არის ოჯახური ბიზნესი. ჩემი მეუღლის დედა დიდი ხანია ქსოვდა ძალიან ლამაზ ნივთებს. ერთ დღესაც ვიფიქრეთ, რომ ამ ყველაფრისთვის შასაძლოა ცოტა მასშტაბური სახე მიგვეცა. როდესაც ჩანთების მოქსოვა დავიწყეთ, იმ დროს ქართულ ბაზარზე მსგავსი სახის პროდუქცია არ იწარმოებოდა და ამიტომ ვიფიქრეთ, რომ სიახლე იქნებოდა მომხმარებლისთვის. დაახლოებით ორი თვის წინ, გავაკეთეთ ფეისბუკ გვრედი და დავდეთ ნამუშევრების ფოტოები. დასაწყისიდანვე გაჩნდა მოთხოვნა, გამოჩნდა ძალიან ბვერი ადამიანი, რომელიც დაინტერესდა ჩვენი ჩანთებიც და შეკვეთებიც მალევე გაიზარდა.
ამ ეტაპზე თავისუფლად შემიძლია ვთქვა, რომ გვყავს ერთგული მომხმარებლები, რომლებიც ერთი შეკვეთის შემდეგ, მუდმივად ყიდულობენ სხვადსხვა ზომის და ფორმის ჩანთებს.
ძირითადად რა სახის ნივთებს ქმნით რა მასალას იყენებთ მათ შესაქმნელად?
თავდაპირველად დავიწყეთ ჩანთების შექმნა, თუმცა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან ერთდ დავამატეთ სხვადასხვა სახის ნივთი, რომელიც ამჟამად ძალიან აქტუალურია. მაგალითად, დღეს ვქსოვთ ჟაკეტებს, სვიტერებს, ნაქსოვი წინდებს.რაც შეეხება მასლას, უმეტესად ჩანთების მოსაქსოვად ვიყენებთ ტრიკოტაჟის ძაფს, თუმცა მაისურებისა და ჟაკეტების შემთხვევაში განსხვავებულია ძაფების ხარისხიც და მოთხოვნის შესაბამისად იცვლება მასალაც.
როგორია ფასები და რამდენად კონკურენტუნარიანები ხართ ქართულ ბაზარზე?
რაც მთვარია, ფასები საკმაოდ დაბალია, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეული დეტალი ხელით კეთდება და ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. მინიმალური ფასი არის 49 ლარი, ხოლო მაქსიმალური ფასი 90 ლარია.
ვცდილობთ, რომ ყოველი ნამუშევარი იყოს ლამაზი და რაც მთვარია ხარისხიანი. ჩანთების მოსაქსოვად გამოიყენება ძალიან მაღალი ხარისხის მასალა, შესაბამისად ქსოვის ტექნიკა ძალიან დახვეწილია. ჩანთები იქსოვება მჭიდროდ, რაც წარმოადგენს იმის გარანტს, რომ მძიმე ნივთების ჩადების შემთხვევაშიც ჩანთა ინარჩუნებს ფორმას. ვცდილობთ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ ხარისხი, რათა მომხმარებელი იყოს კმაყოფილი და კვლავ მოუნდეს ჩვენთან შეძენა.
ამზადებთ თუ არა ჩანთებს ინდივიდუალური დიზაინით?
რა თქვა უნდა, ვამზადებთ მომხმარებლის შემოთვაზებული დიზაინითაც, თუმცა გვაქვს ჩვენი ინდივიდუალური სტილი, რომელსაც არ გადავუხვევთ. ვცდილობთ მაქსიმალურად გავითვალისწინოთ მომხმარებლის სურვილი და ინტერესები და შევქმნათ მათთვის სასურველი სტილი. თუმცა ერთი გამონაკლისისა და შეზღუდვის დაშვებით. თუ ისინი გვიგზავნიან ჩვენი კონკურენტების შექმნილ ჩანთებს, კონკურენციის პირობებს არ ვარღვევთ და მათს ნამუშევრებს ჩვენ აღარ ვამზადებთ.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ჯერჯერობით ჩვენი ნივთების შეძენა შესაძლებელი არის მხოლოდ ონლაინ გაყიდვების საშუალებით. დეკემბერში ვგეგმავთ მაღაზიის გახსნას, რაც მომხმარებეს საშუალებას მისცემს ადგილზე დაათვალიეროს ნივთები და აირჩიოს მისთვის სასურველი ნივთი. მაღაზიის გახსნა თავისთავად დაკავშირებულია ასორტიმენტის გაფართოებასან. ვგეგმავთ სხვადასხვა ფორმისა და ზომის ჩანთების დამატებას. ჩვენი მთავარი მიმართულება ჩანთებია და სწორედ ამ კუთხით ვცდილობთ გავფართოვდეთ. შევქმნათ განსხვავებული და გამორჩეული დიზაინის ჩანთები.
მარიამ ლეკიაშვილი