Home სხვადასხვა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართა

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართა

აშშ-ში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა აშშ-ის კონგრესში შეხვედრები გამართა, რომლის დროსაც განხილული იყო საქართველო-ამერიკის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, თანამშრომლობა ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატში, აგრეთვე ის დახმარება, რაც შეიძლება აშშ-ის ხელისუფლებამ, მათ შორის, კონგრესის ჩართულობით შეუძლია აღმოუჩინოს საქართველოს.

შეხვედრებზე ამერიკული მხარის წარმომადგენლები გამოხატავდნენ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა და გატარებული დემოკრატიული რეფორმებისადმი.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრებზე კონგრესმენებს ჩარლზ ალბერტ დაჩ რუპერსბერგერს, პეტერ ვისკლოსკის, ჰალ როჯერსს, სანფორდ ბიშოფს, დინა ტიტუსსა და დევიდ პრაისს მადლობა გადაუხადა საქართველოსადმი გაწეული დახმარებისთვის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here