
16 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ხალური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი გიწვევთ გამოფენაზე “ვერცხლში გაცოცხლებული სახეები“.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმის კოლექციაში დაცული XIX საუკუნის თბილისური ვერცხლის ჭურჭელი. გამოფენა მიზნად ისახავს, ფართო საზოგადოებას გააცნოს თბილისური კულტურის ეს ნაკლებად ცნობილი და გამოკლვეული ფენომენი.
ექსპოზიციაში წარმოდგენილ თერთმეტ ექსპონატს თან ახლავს სამეცნიერო კვლევის შედეგად გამოვლენილი მდიდარი პარალელური მასალა და მულტიმედია საშუალებები, რომლის მეშვეობითაც , დამთვალიერებლის თვალწინ გაცოცხლდება ძველი თბილისის ცხოვრება: ტიპაჟები, მოქეიფეები, მუსიკოსები, იმპერიოდის ვერცხლში ასახული ისტორიული რეალიები და ღვინის კულტურასთან დაკავშირებული მოტივები.
პროექტი ხორციელდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა გრანტით დაფინანსებული პროექტის „XIX საუკუნის ვერცხლის ჭურჭელი: ქართული კულტურის უცნობი ფენომენი“ ფარგლებში.
გამოფენის კურატორი: ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, ანა შანშიაშვილი
დასწრება თავისუფალია.
გამოფენა გაგრძელდება 20 დეკემბრამდე.